ჯაფარიძე: დეკანოზი ქვლივიძე იძახის, რომ გველეშაპი პირიდან მარიხუანას ბოლს უშვებს

ჯაფარიძე: დეკანოზი ქვლივიძე იძახის, რომ გველეშაპი პირიდან მარიხუანას ბოლს უშვებს

"გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დეკანოზი დავით ქვლივიძე ფაშისტური ხედვებით გამოირჩევა. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე წერს, დეკანოზი ''დავით ისაკაძე ფაშისტური ხედვებით გამორჩეული მავნებელია''. დეკანოზი დავით ისაკაძე ფაშისტური ხედვებით გამორჩეული მავნებელია

"ფაშისტური ხედვებით გამორჩეული დეკანოზი დავით ისაკაძე

1. არის ჩვეულებრივი მატყუარა, როდესაც აცხადებს, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში მარიხუანას გამო, ადამიანებს სჯიან

2. არის ცილისმწაბელი, როდესაც აცხადებს, რომ ''გირჩი'' დაინტერესებულია ნარკოტიკების რეალიზაციით

3. არის უცოდინარი ან მიზანმიმართული მავნებელი, რადგან ვერ ან არ იაზრებს, რომ სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკა განაპირობებს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის

ხოლო მეორე, ფაშისტური ხედვებით არანაკლებ გამორჩეული დეკანოზი დავით ქვლივიძე, უბრალოდ ყურადღებამისაქცევია, რადგან სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ გველეშაპი, რომელსაც წმ. გიორგი ჰკლავს, პირიდან უშვებს ბოლს და ეს ბოლი არის მარიხუანას ბოლი",-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

12 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151