პრემიერი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის

პრემიერი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხი მის განცხადებაზე "ტოვებს სივრცეს საუბრისათვის".

"მინდა აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ. რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება მისაღები არ იყოს ამ პასუხში, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო, და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე ჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას , რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

14 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151