ზურაბ ჯაფარიძე: დეკანოზი დავით ისაკაძე  ფაშისტური ხედვებით გამორჩეული მავნებელია

ზურაბ ჯაფარიძე: დეკანოზი დავით ისაკაძე ფაშისტური ხედვებით გამორჩეული მავნებელია

პოლიტიკური ცენტრი – "გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე მატყუარა და ცილისმწამებელია. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე აღნიშნავს, იგი ასევე "უცოდინარი ან მიზანმიმართული მავნებელია". 

"ფაშისტური ხედვებით გამორჩეული დეკანოზი დავით ისაკაძე

1. არის ჩვეულებრივი მატყუარა, როდესაც აცხადებს, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში მარიხუანას გამო, ადამიანებს სჯიან

2. არის ცილისმწაბელი, როდესაც აცხადებს, რომ ''გირჩი'' დაინტერესებულია ნარკოტიკების რეალიზაციით

3. არის უცოდინარი ან მიზანმიმართული მავნებელი, რადგან ვერ ან არ იაზრებს, რომ სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკა განაპირობებს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის

ხოლო მეორე, ფაშისტური ხედვებით არანაკლებ გამორჩეული დეკანოზი დავით ქვლივიძე, უბრალოდ ყურადღებამისაქცევია, რადგან სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ გველეშაპი, რომელსაც წმ. გიორგი ჰკლავს, პირიდან უშვებს ბოლს და ეს ბოლი არის მარიხუანას ბოლი",-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

54 წუთის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151