რექს ტილერსონი თანამდებობას ოფიციალურად 2018 წლის 31 მარტს დატოვებს

რექს ტილერსონი თანამდებობას ოფიციალურად 2018 წლის 31 მარტს დატოვებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი თანამდებობას ოფიციალურად 2018 წლის 31 მარტს დატოვებს. ამის შესახებ თავად ტილერსონმა განაცხადა, -ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press ავრცელებს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის შეცვლა",- განაცხადა რექს ტილერსონმა.
"მოვუწოდებ ჩემს გუნდს, დარჩეს თავის ადგილზე და მუშაობა გააგრძელოს", - დასძინა მან.
ტილერსონმა ასევე განაცხადა, რომ მის გადადგომამდე სახელმწიფო მდივნის მოვალეობას დროებით სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯონ სალივანი შეასრულებს.

სიტყვით გამოსვლისას რექს ტილერსონი ასევე  რუსეთის საკითხს შეეხო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი კურსი მსოფლიო არენაზე რუსეთის იზოლაციას იწვევს. "რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, არის თუ არა მისი ქმედებები რუსი ხალხისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ასევე, ტილერსონმა თანამდებობის დატოვებამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელ,  ჯონ კელისთან სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. თუმცა, დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. 

ცნობისთვის, 13 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ჯინა ჰასპელი დაინიშნა. ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან იკავებდა.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

42 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151