მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში, სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა.

"ჩვენ ძალიან ვწუხვართ ჩვენი საყვარელი მამის გამო, რომელიც დღეს გარდაიცვალა. იგი უდიდესი მეცნიერი და გამოჩენილი ადამიანი იყო, რომლის ნამუშევრები და მემკვიდრეობა ჩვენთან კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დარჩება", - ნათქვამია ჰოკინგის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროფესორი, რომელსაც ამიოტროფული სკლეროზი ჰქონდა, სრულად პარალიზებული იყო და ხმის სინთეზატორის მეშვეობით საუბრობდა. იგი სწავლობდა რთულ საკითხებს სამყაროს შექმნის შესახებ, კერძოდ კი სამყაროს შექმნისა და შავი ხვრელების თეორიებს.

სტივენ ჰოკინგს 12 საპატიო წოდება აქვს, იგი ბრიტანეთის სამეცნიერო სამეფო საზოგადოებისა და აშშ-ის მეცნიერების აკადემიის წევრია. მისი სამეცნიერო მიღწევები დაჯილდოებულია უამრავი პრემიითა და ჯილდოთი.

2007 წელს ფიზიკოსმა, რომელიც ტელი ცხოვრების მანძილზე უწონადობის მდგომარეობის გამოცდაზე ოცნებობდა, ატლანტას სპეციალურად კონსტრუირებული თვითმფრინავის მეშვეობით გადაუფრინა. 2009 წელს იგი კოსმოსში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა არ გამოვიდა.

სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს, ოქსფორდში დაიბადა. 1963 წელს ექიმებმა ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ჰოკინგი მხოლოდ ორ-ნახევარი წელიწადი იცოცხლებდა. დაავადება სწრაფად პროგრესირებდა, რის გამოც მეცნიერი იძულებული გახდა, ინვალიდის ეტლით ესარგებლა. 1985 წელს ჰოკინგი პნევმონიის მძიმე ფორმით დაავადდა. ოპერაციების მთელი სერიის შემდეგ, მას ტრაქეოსტომია ჩაუტარდა და ჰოკინგმა მეტყველების უნარი დაკარგა.

საბოლოოდ ექიმების თავდაპირველი პროგნოზი არ გამართლდა. ჰოკინგმა სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა, ორჯერ იქორწინა და სამი შვილი მამა გახდა.

პარალიზებულ მდგომარეობაში იგი მაინც აქტიურად ცხოვრობდა, სწავლობდა მეცნიერებას, ასწავლიდა, წარადგენდა ანგარიშებს, რასაც ხმის სინთეზატორის მეშვეობით ახერხებდა, რომელიც კომპანია Intel-მა სპეციალურად მისთვის შექმნა.

ჰოკინგი კვანტური კოსმოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, იგი სწავლობდა კოსმოსური სინგულარობით გამოწვეულ პრობლემებს, სამყაროს პირველად მდგომარეობას, რომლის გამოც, დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, იგი გამუდმებით ფართოვდება.

მეცნიერმა ბევრი აღმოჩენა გააკეთა შავი ხვრელებს თეორიაში. კერძოდ, მან აღმოაჩინა, რომ პატარა შავი ხვრელები კარგავენ ენერგიას "ჰოკინგის გამოსხივების" გამოშვებით და შემდეგ ქრებიან.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167