ირაკლი კობახიძე  რეზოლუციის შესახებ: საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს

ირაკლი კობახიძე რეზოლუციის შესახებ: საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს

„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია. მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე - ეს უნდა იყოს სულისკვეთება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

„აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

15 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151