მეუფე პეტრე: გონების ნატამალიც არ შერჩენიათ

მეუფე პეტრე: გონების ნატამალიც არ შერჩენიათ

"ჩემი ინტუიციით და მწარე გამოცდილებით ვამბობდი, თუ რა ინტრიგების ადგილი და ასპარეზი იყო საქართველოს საპატრიარქო და ქალბატონი ხელმძღვანელი ამ ინტრიგების და როცა ციანიდის თემა გახმაურდა და მამაოს დაკავება ამ თემით, საპატრიარქოში და სისტემაში ჩახედული მღვდელმთავრისთვის არ იყო ძნელი მისახვედრი, თუ რასთან გვქონდა საქმე", - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"იგივეს გავიმეორებ, ხელისუფლების და ეკლესიის ამ ნაწილს, რომელსაც "დაჯგუფება" თუ "ბანდაც" ვუწოდე თავის დროზე, არ ეყოთ წინდახედულება, სიბრძნეზე საუბარი არ არის, გონიერება, რომ ასეთი სამარცხვინო საქმე არ ჩაედინათ. პირადად მის უწმიდესობასაც ვუთხარი, რომ დრო ყოველდღიურად იმუშავებს ჩვენს წინაღმდეგ, სანამ არ გადავდგამთ ღირსეულ და პრინციპულ ნაბიჯებს და არ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და შემდეგ უკვე არ დავიწყებთ ეკლესიის გაჯანსაღებას და ხელისუფლებასთანაც ჯანსაღი ურთიერთობის დალაგებას, დრო მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ და ხელისუფლების წინააღდეგ.
გონების ნატამალიც არ შერჩენიათ, რომ სანამ კიდევ დროა დარჩენილი, გადაიდგას სწორი, მართალი ნაბიჯები და ჯობია, დავისაჯოთ სიმართლისთვის,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

3 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237