ლიბიაში დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

მეზღვაურის განცხადებით აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა. მისივე განმარტებით თარჯიმანი თავის მოვალეობას არასათანადოდ ასრულებს, რის გამოც ლიბიის ციხეში პატიმრობაში დარჩენილი ორ ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პატირობაში მხოლოდ კაპიტანი გენადი კომახიძე და თანაშემწე რომან კაკალაძე რჩება. 

"ყველას საზღვრის უკანონო კვეთასა და ტვირთის უკანონოდ აღებას გვედავებოდნენ, საუბარია 9-10 ტონა ნავთობზე. ბრალდებას არ ვეთანებით, საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ გვქონდა, არც წიგნაკში და არც რუკებზე. ეხლა პროცესები გაგრძელდება და ჩემი და იქ მყოფების მოთხოვნაა საგარეოს წარმომადგენლები იქ ჩავიდნენ, და ადვოკატს დაადგნენ" ასე თუ არ მოხდა არაფერი ეშველებათ. თან თუ არავინ ჩავა უსასრულოდ გაგრძელდება გამოძიება, თვეში ერთხელ წაგვიყვანდნენ და ერთსადაიგივეს გვეკითხებოდნენ. თარჯიმანი კი ხშირად არასწორად უთარგმნიდა,"- განაცხადა ნუკრი ხოხბამ.

ცნობისთვის, მეზღვაური ნუკრი ხოხბა ლიბიის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა, სადაც მას საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარს მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

14 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151