კობახიძე კონსტიტუციაზე: არცერთი ნორმაა, რომელიც "ოცნების" სუბიექტურ ინტერესებს უზრუნველყოფს

კობახიძე კონსტიტუციაზე: არცერთი ნორმაა, რომელიც "ოცნების" სუბიექტურ ინტერესებს უზრუნველყოფს

"ახალი კონსტიტუციის ტექსტში არ არის არცერთი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს "ქართული ოცნების" სუბიექტური ინტერესების გატარებას, ან რეალიზაციას. ყველა წინა ცვლილება ამაზე იყო აგებული. ასეთი არცერთი ნორმაა, რომლითაც მმართველი გუნდი იუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან ამოვედით და ეს ყველაფერი ასახულია კონსტიტუციაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე კიდევ ერთხელ მზად ვარ ოპონირებისათის. თუ რომელიმე ოპონენტი დაასახელებს ერთ ნორმას მაინც რომლითაც ჩვენ ვიუმჯობესებთ პოზიციებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გადაცემის წამყვანმა ასეთ ნორმად მაჟორიტარების საკითხი დაუსახელა. "თქვენ პირობაც გაქვთ დადებული, რომ თუ მაჟორიტარულ ნორმაზე არ გადავალთ გადავდგებიო. ფაქტია, რომ ამ ნორმაზე არ გადავსულვართ და მაჟორიტარები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის გამარჯვების საუკეთესო წყაროა". ინგა გრიგოლიას ამ რეპლიკას, კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა:

"მაგაზე მარტივი პასუხი მაქვს. გაუმჯობესება ჩვენ არც აქ არ გვაქვს. დაგვრჩა ის, რაც ჩვენ 1995 წლიდან დაგვიტოვეს. ეს იყო შეუძლებელი იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ პირველ რიგში ოპოზიცია ამ პირობებშიც კი არ უჭერდა მხარს ამ ცვლილებებს. სამწუხაროდ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოვახერხეთ. ეს ნორმაც არ გვიმჯობესებს მმართველ გუნდს არაფერს, რაც იყო ის დარჩა ძალაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

12 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167