კობახიძე: ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლება რუსეთს მაღალ დონეზე შევხვდეთ, ჟენევის ფორმატია!

კობახიძე: ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლება რუსეთს მაღალ დონეზე შევხვდეთ, ჟენევის ფორმატია!

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"განცხადებაში საუბარი იყო იმაზე თუ რა ფორმატში შეიძლება შედგეს საუბარი ქართულ და რუსულ მხარეებთან, მათ შორის მაღალ დონეზე. საუბარი იყო ჟენევის პლენარულ ფორმატზე. ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლება შედგეს მაღალ დონეზე შეხვედრა, მათ შორის პრემიერის შეხვედრა რუსულ მხარესთან, კოლეგასთან, ეს არის ჟენევის ფორმატი. 

მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებთ. არსებობს გარკვეული შესაძლებლობა. ალბათ პრემიერებს შორის შეხვედრისა, თუმცა ამაზე რაიმე პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა. დღევანდელი მოცემულობით, სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას პრაგმატულად არ პასუხობს, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა ადრე თუ გვიან შეიცვლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

7 წუთის წინ

პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში რიგგარეშე სხდომა 20 ივნისს გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.  პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186