ფოთში, სამი მრავალსართულიანი სახლის სახურავის გარემონტებაზე ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება

ფოთში, სამი მრავალსართულიანი სახლის სახურავის გარემონტებაზე ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება

ფოთში, სამი მრავალსართულიანი სახლის სახურავის კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, მარტის ბოლოს დასრულდება. როგორც "აიპრესს" მერიის პრესცენტრში განუცხადეს, მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და მიმდინარე წელს 6 საცხოვრებელ კორპუსს ეს პრობლემა მოეხსნება. 

"სარეაბილიტაციოდ ისეთი ბინები შეარჩიეს, სადაც უმნიშვნელო პრობლემაა და შესაბამისად, მოსახლეობას განცხადებითაც არ მოუმართავს. ამ დროს 9 აპრილის ქუჩის 28-ე ნომერში საშინელი მდგომარეობაა, წვიმის დროს შიგნით წყალი ისე ასხამს, როგორც ვედროდან. ეტყობა ისეთი ობიექტები შეარჩიეს, სადაც ნაკლები სამუშაოა ჩასატარებელი და უნდათ რაც შეიძლება იაფად და სწაფად გააკეთონ ყველაფერი.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დიდი რისკის ქვეშ დგას, რადგან აღმაშენებლის ქუჩაზე, ახლადგარემონტებულ ბინაში სახურავი დღემდე ამორტიზებულია, წყალმა ნათურაშიც კი გამოჟონა. ადგილობრივები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. დაწმუნებული ვარ, ამჯერადაც სარეაბილიტაციოდ ძველ, უვარგის მასალას გამოიყენებენ ან უხარისხოს შეიძენენ“,- ამბობს "ევროპული საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძე.

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

2 საათის წინ

"რამდენიმე დღის წინ დავპირდი და ახლა შევხვდი ოზურგეთში ჩემს ანასეულელებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ხალხმა უბრალოდ და გასაგებად ამიხსნა რა სჭირდება და როგორ შეიძლება ანასეულში წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საქმის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167