ია მამალაძე კომისიას: მე მგონი 2020 წელს ისევ შევხვდებით

ია მამალაძე კომისიას: მე მგონი 2020 წელს ისევ შევხვდებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს უსმენდნენ. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ჟურნალისტი ია მამალაძე, რომელმაც თავისი კონცეფცია წარმოადგინა და კომისიის წევრების კითხვებსაც უპასუხა. 

ია მამალაძემ სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ისაუბრა, რომ აუცილებელია მაუწყებლის შესახებ კანონი სრულდებოდეს, ხოლო ის ვინც მას არ შეასრულებს კანონის შესაბამისად დაისაჯოს და ეს ეხება როგორც მენეჯმენტს, ისე ბორდს. 

მამალაძის თქმით, აუცილებელია ბიუჯეტის კონტროლიც. მამალაძემ აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელიც იმდენივეა, რამდენიც საქართველოს პარლამენტის - 52 მილიონი ლარი. ამიტომ, მეურვეობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს შედეგზეც უნდა აისახოს. 

ია მამალაძის გამოსვლა დადებითად შეაფასეს კომისიის წევრებმა. ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ მამალაძეს ღიად უჭერენ მხარს. რაზეც მამალაძემ ასეთი რეპლიკით მიმართა:

"მე მგონი 2020 წელს ისევ შევხვდებით ერთმანეთს", - თქვა ია მამალაძემ. 

შეგახსენებთ, ია მამალაძე უკვე მეხუთედ იღებს კონკურსში მონაწილეობას. წინა ოთხ შემთხვევაში ია მამალაძე მეურვედ არ აირჩიეს.

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

1 საათის წინ

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდე"  დასკვნითი სხდომა გაიმართება. 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319