სირაბიძე: საზმაუს იმიჯი ''პოლიტიზირებული" არ მოშორდა, თუმცა აჭარის ტელევიზიამ ეს კარგად მოახერხა

სირაბიძე: საზმაუს იმიჯი ''პოლიტიზირებული" არ მოშორდა, თუმცა აჭარის ტელევიზიამ ეს კარგად მოახერხა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნათია სირაბიძემ,  რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია, ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა იყოს სანდო, ავტორიტეტული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი. 

"დღეს აუდიტორიას უფრო მაღალი მოთხოვნები აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, მედიის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო, ხალხი აფინანსებს,  მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სარეკლამო ბაზარი არის 70 მილიონი და საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები მთლიანად ფინანსდება 50-52 მილიონით, აუცილებელია ყველა სეგმენტი სათანადოდ იყოს გათვალისწინებული. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა იყოს სანდო, ავტორიტეტული, შემოქმედებითი, საინტერესო, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი  და მაღალრეიტინგული. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული არხი მაღალრეიტინგული იყოს.  

თავად დაახლოებით 10 წლის წინ ვმუშაობდი პირველ არხზე, ვიყავი აჭარა-გურიის კორესპონდენტი. შეიძლება ითქვას, რომ რაც მაშინ იყო, იგივე გრძელდება ახლაც, თუნდაც ტექნიკის მიმართულებით, თუნდაც ინვენტარის, ინფრასტრუქტურის კუთხით. მახსოვს, რეგიონში 8 თვე კამერის გარეშე ვიმუშავე. როდესაც წამოსვლა გადავწყვიტე, ხელმძღვანელს გაუკვირდა, რატომ მიდისო. მიწევდა სხვა ტელევიზიების კამერების გამოყენება იმისთვის, რომ მაუწყებლისთვის მასალები მიმეწოდებინა. პრობლემები, რაც ადრე იყო, ახლაც არის, თუნდაც ტექნიკურ გადაიაღებაზე  პროექტი მხოლოდ შარშან შემუშავდა.

ეს იმიჯი "პოლიტიზირებული" არ მოშორდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა ძალიან კარგად მოახერხა აჭარის ტელევიზიამ ამის გაკეთება. ფაქტობრივად, მეამაყება იმიტომ, რომ როდესაც აჭარის მთავრობაში ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში იდგა საკითხი აჭარის ტელევიზია ყოფილიყო ისევ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როდესაც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსი ვიყავი, შევძელი დამერწმუნებინა ხელმძღვანელობა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიეცათ აჭარის ტელევიზიისთვის. ფაქტობრივად, იგივე სიტუაციაშია დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი",-განაცხადა სირაბიძემ.   

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

1 საათის წინ

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდე"  დასკვნითი სხდომა გაიმართება. 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319