იუნკერი ბრექსითზე: მოვა დრო და ბრიტანეთი ინანებს ამ გადაწყვეტილებას

იუნკერი ბრექსითზე: მოვა დრო და ბრიტანეთი ინანებს ამ გადაწყვეტილებას

"დიდი ბრიტანეთი ბრექსითის (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა) გამო ინანებს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

იუნკერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყების ბოლო ვადა 2019 წლის 29 მარტია.

"მოვა დრო და ბრიტანეთი ინანებს ამ გადაწყვეტილების გამო", - აცხადებს იუნკერი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიტანეთს ბრექსითის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტივიზაციისკენ მოუწოდა.

იუნკერი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტერეზა მეის მოუწოდებს, უფრო ნათელი განცხადებები გააკეთოს იმის შესახებ თუ როგორ ხედავს ბრიტანეთი თავის ურთიერთობას ევროკავშირთან ალიანსის დატოვების შემდეგ.

"მე მირჩევნია, ბრიტანეთმა საერთოდ არ დატოვოს ევროკავშირი. ყველა, ვინც კი ევროკავშირს ტოვებს, უნდა აცნობიერებდეს, თუ რას ნიშნავს ეს. იმ შემთხვევაში თუ გადიხარ საერთო წესებიდან და შეთანხმებებიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ თანახმა ხარ იმაზე, რომ ის ურთიერთობები ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო", - აცხადებს იუნკერი.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

36 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151