დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ისაუბრა

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, მათ შორის ირანთან დაკავშირებულ საკითხებში.

"რექს ტილერსონმა და მე ამის შესახებ ვისაუბრეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით . ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს, თუმცა უთანხმოებებიც გვქონდა. სხვადასხვანაირად ვფიქრობდით", - აღნიშნავს ტრამპი.

მისი თქმით, მისი და პომპეოს აზრები უფრო ემთხვევა ერთმანეთს. "პირველივე დღიდან პომპეოსი კარგად მესმოდა. ვფიქრობ, რექსი ახლა გაცილებით ბედნიერი იქნება', - აღნიშნავს ტრამპი.

მან აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ პომპეო უდიდესი სახელმწიფო მდივანი იქნება. "რაც შეეხება რექს ტილერსონს, ძალიან ვაფასებ მის თავდადებასა და მის მიერ გაკეთებულ სამუშაოს და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - აღნიშნავს ტრამპი.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა ქვეყნის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი მაიკ პომპეო დანიშნა. პომპეოს პოსტზე კი, პირველად აშშ-ის ისტორიაში ქალი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ჯინა ჰასპელი დაინიშნა.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

12 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186