პატარაია საზმაუზე: 2016 წელს 92 თანამშრომელი პარალელურ რეჟიმში სხვა მაუწყებელშიც იყო დასაქმებული

პატარაია საზმაუზე: 2016 წელს 92 თანამშრომელი პარალელურ რეჟიმში სხვა მაუწყებელშიც იყო დასაქმებული

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ტელევიზიაში საბიუჯეტო პროცების დაგეგმვა, ხარჯვა და მართვა ძალიან სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. 

"პრობლემაა ის, რომ ბიუჯეტი, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს, ცოტა პირობითად დამტკიცებულია, რადგან როდესაც 4 მილიონზე მეტი გადახარჯვა გაქვს, უკვე ჩანს, რომ საბიუჯეტო პროცესი სწორად დაგეგმილი და წარმართული არ იყო, რადგან ამხელა გადახარჯვა არ უნდა ჰქონდეს. მეორე,  ეს ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტშიც განისაზღვრება, მაგრამ ძალიან დიდი აცდენაა სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილ ხარჯებში. დაახლოებით 3 მილიონ თანხზეა საუბარი. ეს მიუთითებს იმას, რომ საბიუჯეტო პროცები, მისი დაგეგმვა, ხარჯვა და მართვა ძალიან სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. 

კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ კანონის პირდაპირი დარღვევები გვხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუქციონირებაში. მაგალითად, 2016 წელს 92 თანამშრომელი დაფიქსირდა, რომელიც პარალელურ რეჟიმში დასაქმებული იყო სხვა მაუწყებელში. ეს ჩვენი კანონდებლობის მიხედვით, პირდაპირი აკრძალვაა. დასაქმებული ადამიანი სხვაგან არ უდა მუშაობდეს და კანონის ეს მოთხოვნაც იყო უგულვებელყოფილი. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის დარღვევებზე არა მარტო მენეჯმენტია პასუხისმგებელი, არამედ სამეურვეო საბჭოც, რომელმაც უნდა აკონტროლოს მენეჯმენტი, რომელმაც კვარტალურად უნდა ჩაიბაროს ანგარიში და შეხედოს რა მდგომარეობაა. როდესაც წლებია ასეთი რამ ხდება, საერთოდ ჩემთვის გაუგებარია სამეურვეო საბჭო როგორ მუშაობს. 

პირველ რიგში, სამეურვეო საბჭომ კარგად უნდა შეამოწმოს და შეისწავლოს მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტი. მეორე არის ის, რომ მისი მიზნობრიობა და ადეკვატურობა განიხილოს. მნიშვნელოვანია. რომ მან ისეთი პროექტი დაამტკიცოს, რომელსაც შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანწილად ცვლა არ მოუწევს",-აღნიშნა პატარაიამ.      

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167