ბაია პატარაია საზმაუზე: მნიშვნელოვანია, მიზნობრივად იხარჯებოდეს გადამხდელთა ფული

ბაია პატარაია საზმაუზე: მნიშვნელოვანია, მიზნობრივად იხარჯებოდეს გადამხდელთა ფული

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელისა და ქალთა მოძრაობის წევრის ბაია პატარაიას შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და მიზნობრივად იხარჯებოდეს გადამხდელთა ფული. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ტელევიზიაში დასაქმებულ თანამშრომლებთან ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იყოს.

"სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებაში პრობლემებს რასაც ვხედავ, ეს არის საბიუჯეტო პროცესების მართვა, რომელიც სწორად არ მიმდინარეობს. საკადრო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი დარღვევები ნახა აუდიტის დასკვნამ. ძალიან მაშფოთებს შესყიდვების საკითხი, მით უმეტეს ასეთ მაღალბიუჯეტიან ტელევიზიაში, სადაც გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება ტელევიზია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვები გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და მიზნობრივად იხარჯებოდეს გადამხდელთა ფული.   

საშტატო განრიგზე რომ ვისაუბროთ, არცერთ თანამშრომელს არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული გენერალური დირექტორის გარდა, ანუ ყველა თანამშრომელი იყო შტატგარეშე. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლებს საერთოდ არ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება. მათი უფლებები გარანტირებული არ არის და ისინი მუდმივად გრძნობენ გარკვეულ საფრთხეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სამსახური დაკარგონ.

2017 წლის აუდიტის სამსახურის დასკვნა ჯერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, რამდენად არის ეს პრობლემა გამოსწორებული, ჩვენთვის უცნობია. მაშინაც ასეთი მონაცემები იყო დარღვევა და ბუნებრივია, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევაა. 

იმის ხაზგასმა მინდა, რომ როდესაც ასეთ მძიმე სოციალურ პირობეში ჟურნალისტებს არ აქვთ გარანტია, როდესაც ჩვენ გვაქვს მოხოვნა, რომ ჟურნალისტი, ტელევიზია დამოუკიდებელი იყოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სამუშაო გარანტიების არსებობა ჟურნალისტებისთვის და ზოგადად, ტელევიზიისთვის",-განაცხადა პატარაიამ.    

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167