ალაბამაში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა - დაშავებულია 12 ადამიანი

ალაბამაში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა - დაშავებულია 12 ადამიანი

ამერიკის შტატ ალაბამაში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას WKRG-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. ჯგუფი სკოლიდან ჰიუსტონში ბრუნდებოდა ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბავშვები დისნეილენდის ადგილობრივ გასართობ პარკში იმყოფებოდნენ, ავტობუსში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანახმად, ავტობუსი 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

12 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186