აშშ-ის ისტორიაში პირველად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად ქალი დაინიშნა

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად ქალი დაინიშნა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად ჯინა ჰასპელი დაინიშნა. მანამდე იგი უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპი თავის ტვიტერზე წერს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ თანამდებობას ქალი დაიკავებს.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი აქამდე მაიკ პომპეო იყო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მაის მერე დაინიშნა, რაც რექს ტილერსონი ტრამპმა პოსტიდან გაათავისუფლა.

ჯინა ჰასპელი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში 1985 წლიდან მოყოლებული მუშაობს. გასული წლის თებერვალში ტრამპმა იგი უწყების უფროსის მოადგილედ დანიშნა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

12 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186