შათირიშვილი: თქვენ სენსიტიურები ხართ დასავლეთის მიმართ და ისლამოფობია ფეხებზე გკიდიათ!

შათირიშვილი: თქვენ სენსიტიურები ხართ დასავლეთის მიმართ და ისლამოფობია ფეხებზე გკიდიათ!

"ფეიქ" ნიუსებზე იმას ვფიქრობ, რომ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ტყუილ-მართლის გარჩევაა. რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია, ის ყველაზე უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს ამ საკითხის მიმართ", - ამის შესახებ მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა, მეურვეობის კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა.

კითხვაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს რაიმე გადაცემა, რომელიც მიმართულია ანტიდასავლური კამპანიის, ან "ფეიქ" ნიუსების წინააღმდეგ? - პასუხობს:

"ანტიდასავლური რა შუაშია?! ანტიაღმოსავლურის წინააღმდეგ რატომ არ უნდა იყოს?! ისლამოფობია თუ არის, რატომ არ უნდა იყოს იმის წინააღმდეგ. თქვენ სენსიტიურები ხართ დასავლეთის მიმართ და ისლამოფობია ფეხებზე გკიდიათ", - მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო კომისიის წევრებს შათირიშვილმა. 

კომისიის წევრმა სალომე უგულავამ მას მიმართა, რომ "საუბარი ისევ დემაგოგიისკენ მიჰყავს". 

"აქ უკვე მეათეჯერ მესმის ეს. თავი კომუნისტების ეპოქაში მგონია. მე იქ შევიტან ანტიაღმოსავლურის შესახებ", - თქვა შათირიშვილმა.

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

39 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186