ინფლაციამ ვენესუელაში 6000%-ს გადააჭარბა

ინფლაციამ ვენესუელაში 6000%-ს გადააჭარბა

ვენესუელაში, თებერვალში თვიურმა ინფლაციამ 80%-ს გადააჭარბა. წლის განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა 6141,1%-ს მიაღწია. შესაბამისს მაჩვენებლებს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომისია აქვეყნებს.

კომისიის ხელმძღვანელმა ხოსე გერამ განაცხადა, რომ მსგავსი მაჩვენებელი ანადგურებს ხელფასს, პენსიასა და დანაზოგს.

2 მარტს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში მინიმალური გადასახადის 58%-ით გაზრდის შესახებ განაცხადა. შავი ბაზრის კურსის მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო ფაქტობრივად უკვე იყენებს, იგი 2 აშშ დოლარს შეადგენს, ოფიციალურად კი - 12 აშშ დოლარს.

თებერვალში Bloomberg-მა, ვენესუელის ეკონომიკა ზედიზედ მეოთხეს მსოფლიოს ყველაზე უბედურ ეკონომიკად დაასახელა.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

12 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186