შათირიშვილი:თუ მაღლაფერიძის ნაბიჯი ათ მცნებასთან შეუფერებელი იქნება,მის იმპიჩმენტს მივემხრობი

შათირიშვილი:თუ მაღლაფერიძის ნაბიჯი ათ მცნებასთან შეუფერებელი იქნება,მის იმპიჩმენტს მივემხრობი

"თუ ის გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეუფერებელია ათ მცნებასთან, მაღლაფერიძის იმპიჩმენტს მივემხრობი", ასე უპასუხა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერს ის მხარს საზმაუს დირექტორის იმპიჩმენტს.

"თუ ის გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეუფერებელია ათ მცნებასთან", - თქვა შათირიშვილმა. 

დამაზუსტებელ კითხვაზე, კანონმდებლობასთან თუ შეუფერებელი იქნება? - პასუხობს: 

"იქ შედის ესეც. თუ გახსოვთ იქ არის არა იპარო. "არა იპარო" იმდენად ფართო მცნებაა, რომ ბევრი რამე შედის. თუ დარღვევები იქნება ან ბორდიდან წამოვალ, ან სახლში აღარ შევუშვებ", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167