ხუნდაძე: ყოველ მრავალშვილიან ოჯახზე წლიური დახმარება 240 ლარი იქნება და ყოველ ბავშვზე 120 ლარით გაიზრდება

ხუნდაძე: ყოველ მრავალშვილიან ოჯახზე წლიური დახმარება 240 ლარი იქნება და ყოველ ბავშვზე 120 ლარით გაიზრდება

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ წინა კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის შეთავაზებული ვარიანტი, რომელსაც ქილიკი მოჰყვა, საქილიკო სულაც არ არის.

მისი თქმით, ელექტროენერგიის სუბსიდირების ნაწილში, ყოველ მრავალშვილიან ოჯახზე, წლიური დახმარება 240 ლარი იქნება, ხოლო ყოველ შემდგომ ბავშვზე, დახმარება 120 ლარით გაიზრდება.

 „ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტი, რასაც შემდეგ ქილიკი მოჰყვა, რომ თითქოს 20 ლარს ვაძლევდით ოჯახზე დახმარებას, ეს ნამდვილად ასე არ არის. მინდა განვმარტო, რა დახმარებას გულისხმობს და რა შეღავათი იქნება ელექტროენერგიის სუბსიდირების ნაწილში. ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახზე, წელიწადში დახმარება იქნება 240 ლარი და ყოველ შემდგომ ბავშვზე დაემატება 120 ლარი. ახლა ავიღოთ ოთხშვილიან ოჯახზე, რომელსაც 100 000 ქულამდე აქვს მინიჭებული, რაც ყველაზე მეტია. საერთო რაოდენობა 4 და მეტი შვილზე არის 12 500 -მდე, არც არის 12 500 და აქედან 5 000 არის 100 000 სარეიტინგო ქულამდე. ანუ შეჭირვებული კი არა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. მათი კომუნალური გადასახადი, მთლიანად არის 100 ლარის ფარგლებში. ანუ ელექტროენერგიის ფაქტობრივად 100 % -ს დაუფარავს ასეთ ოჯახებს და თუ ოჯახი არის ვთქვათ, 200 000 ქულამდე, რომლის კომუნალური გადასახადის საშუალო ოდენობა არის დაახლოებით 200 ლარი, ამასაც ფარავს. ხოლო, 300 000 ქულამდე, ვისაც ვთქვათ, წელიწადში აქვს 700-800 ლარი და ვსაუბრობთ 4-5 შვილიან ოჯახზე, ავიღოთ, ვთქვათ, 5-6 შვილი. მას ექნება 240 ლარი და შემდეგ კიდევ 2 ბავშვზე, დამატებული კიდევ 240, ანუ ეს გამოვიდა 480 ლარი. 700-800 ლარის კომუნალური გადასახადების გადამხდელი ოჯახი, ვფიქრობ ეს საკმაოდ წონადი დახმარებაა. თან ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი და არა ერთადერთი, ასე რომ გაქილიკება ამ მიმართულებით ამ პროგრამის, ვფიქრობ, საქილიკო სულაც არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნული კანონპროექტის ავტორები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მისი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე არიან.

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167