შათირიშვილი ევროკავშირის პოპულარიზაციაზე: იქნება იდეოლოგია, როგორც კომუნისტების დროს

შათირიშვილი ევროკავშირის პოპულარიზაციაზე: იქნება იდეოლოგია, როგორც კომუნისტების დროს

"არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ არა მგონია რაღაცა კატასტროფა ხდებოდეს კანონთან მიმართებაში. თუ საკითხი დადგა გავათავისუფლებთ საზმაუს დირექტორს", - ამის შესახებ ბორდის წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა, მეურვეობის კანიდატების მოსმენაზე განაცხადა.

დასავლეთთან დასმულ კითხვაზე კი განაცხადა: 

"ერთ რამეს გეტყვით, ჩემთვის დასავლური ღირებულებები ნატო და ევროკავშირი არაა. ჩემთვის დასავლური ღირებულებები არის პლატონი, შექსპირი, არისტოტელე, თომას მანი... ჩემთვის რასმუსენი არ არის ღირებულება. ღირებულება არის თომას მანი და ჰერმან ჰესე. შევეცდები რომ მათი ღირებულებები დავნერგო", - განაცხადა მან. 

კითხვაზე, ნატოსა და ევროკავშირის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობს? - პასუხობს:

"იქ იქნება ერთი იდეოლოგია, როგორც კომუნისტების დროს და ის გააკეთებს მაგას. მე გავაკეთებ... როგორც კომუნისტების დროს ვიღაცა ლექციებს კითხულობდა. მე ლექციებს წავიკითხავ, კომკავშირი ინტეგრაციას გააკეთებს. მე ამაში ხელს არავის შევუშლი. 

მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში. ცალ-ცალკე უნდა შევიდეთ ნატოში, თუ უდიდესი ნაწილი შევა, მეც შევყვები. მე მგონია, რომ ნაზიარები ვარ დასავლურ ღირებულებებს. თუ რაღაცა მჭირდება და რასმუსენის ღირებულებები მჭირდება, არ ვიცი. ნაზიარები ვარ ჰომეროსის და შექსპირის ღირებულებებს", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167