ნინია კაკაბაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ომბუდსმენი უნდა იყოს

ნინია კაკაბაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ომბუდსმენი უნდა იყოს

პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ის ტელევიზია, რომელიც ყველა პრობლემატურ საკითხს ობიექტურად გააშუქებს და მისი საშუალებით ადამიანები ხელისუფლებასთან კავშირს დაამყარებენ. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ  ჟურნალისტების მიერ ეთიკის ნორმის ან ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა შიდა მონიტორინგის ჯგუფმა უნდა გააკონტროლოს. 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანების, მოქალაქეების ომბუდსმენი უნდა იყოს. ვისი საშუალებითაც ეს ადამიანები კავშირს დაამყარებენ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და ის ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. სწორედ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე უნდა ასწორებდეს ნებისმიერი კერძო ტელევიზია იქნება, რადიო თუ გამოცემლობა ნებისმიერი სახით, რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული. რა ტიპის გადაცემები უნდა არსებობდეს და მაღალკვალიფიციური მედიასაშუალების სტანდარტს ქმნიდეს.   

არსებობს მცდარი სტერეოტიპი, რომ თუკი ჩვენ ვაკეთებთ ობიექტურ, დაბალანსებულ, არაყვითელ პროდუქციას, მას რეიტინგი არ აქვს. მე ამას საწყისშივე არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ძალიან რეიტინგული გადაცემის შექმნა ისე, რომ დაიცვა პროფესიული სტანდარტი, ისე რომ დაიცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი და დააკმაყოფილო ყველა ჯგუფის ინტერესი. ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტების დაცვა ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიაში უნდა იყოს შიდა მონიტორინგის ჯგუფი. როდესაც ჟურნალისტები ეთიკის ნორმას ან ჟურნალისტურ სტანდარტს დაარღვევენ, ამაზე იყოს მსჯელობა და თუ ჟურნალისტს სხვანაირად არ შეუძლია მუშაობა, შესაძლებელია სანქციებიც კი არსებობდეს ან საჯაროდ ბოდიშის მოხდა არსებობს ასეთ დროს, როდესაც სხვის უფლებას ვლახავთ. ეს უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული",-განაცხადა ნინია კაკაბაძემ.  

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167