კაპანაძე: დასაქმებულს, რომლის ხელფასი 500 ლარია, 30 წლის შემდეგ პენსია 104 ლარით გაეზრდება

კაპანაძე: დასაქმებულს, რომლის ხელფასი 500 ლარია, 30 წლის შემდეგ პენსია 104 ლარით გაეზრდება

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური ხელფასი მინიმუმ 2 000 ლარი რომ იყოს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტით, ამ ადამიანებს ღირსეული პენსია ექნებოდათ. 

თუმცა, სერგი კაპანაძე დასძენს, რომ საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა და მოსახლეობის საშუალო ხელფასი 600 ლარია. 

სერგი კაპანაძემ ფინანსთა მინისტრს ნიკოლოზ გაგუას კითხვით მიმართა, დაგროვებით პენსიის შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის ხელფასი 500 ლარია, რამდენი იქნება მისი პენსია 30 წლის შემდეგ. გაგუას თქმით, ეს დაახლოებით 800-850 ლარი იქნება. 

„ევროპულმა საქართველომ“ ფინანსთა მინისტრთან ნიკოლოზ გაგუასთან შეხვედრისას ISET -ის მიერ მომზადებული კალკულატორი წარმოადგინა, რომლის გამოთვლით, დასაქმებულის, რომლის ხელფასი 500 ლარია, ყოველთვიური შენატანი იქნება 13 ლარი, 30 წლის შემდეგ კი მისი პენსია 104 ლარით გაიზრდება. ანუ, ყოველთვიურად 3 ლარი მოემატება. 

„ასე აპირებთ ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას? არიან დასაქმებულები, რომლის ხელფასიც არის საშუალოდ 300, 250 ლარი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

12 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167