თბილისი სწრაფ ჭადრაკში ევროპირველობას მასპინძლობს

თბილისი სწრაფ ჭადრაკში ევროპირველობას მასპინძლობს

სასტუმრო "იოტა"- ში სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატის წარდგენა გაიმართა.

16-28 მარტს საქართველო ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს.

საქართველოს სახელით ევროპირველობაზე 30 სპორტსმენი წარდგება. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. წესების მიხედვით, ვაჟთა ჩემპიონატში ასპარეზობა ქალებსაც შეუძლიათ. ვაჟთა ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.

30 მარტი -1 აპრილი თბილისი ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში უმასპინძლებს. პირველობისთვის 15 ქვეყნის 80 მოჭადრაკე იბრძოლებს. ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არიან ქართველი ქალები, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 20 5000 ევროს შეადგენს. 

თემები:
არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

9 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167