ზაზა გაბუნიამ ევროკავშირის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ზაზა გაბუნიამ ევროკავშირის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ევროკავშირის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ზაზა გაბუნიას თქმით, სახელმწიფოში, სადაც არის სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლო წვლილი, არის განვითარებაც.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის წარმოადგენს ხელისუფლებას, რომლის მოსვლის დღიდან, სრულიად შესამჩნევია სამოქალაქო სექტორის გავლენის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს გავლენა აიხსნება ცალკეული ორგანიზაციების ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევით, იმუშავონ ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

"ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო world vision საქართველოს დიდი წვლილი. ჩემთვის როგორც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ არსებობენ ასეთი ორგანიზაციები, რომელთა შრომა და მოქმედება ძალიან სასიკეთოდ ვლინდება. ჩვენ ახლახან შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ კომიტეტის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დეცენტრალიზაციის რეფორმას, როგორც საშუალებას იმისა, რომ ხალხი მეტად იღებდეს მონაწილეობას უფრო თვითკმარი მუნიციპალიტეტების ცხოვრებაში. ამასთან, ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი იწყებს მუშაობას უტრეხტრის ოქმზე მიერთებისა და რატიფიცირებისთვის", - განაცხადა ზაზა გაბუანიამ.

ჩვენივე სტრატეგიაში, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გვერდით დიდი ადგილი უჭირავს საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებას, ეს ორმხრივი პროცესია და მაქვს იმედი, რომ ეს ურთიერთმიმართება გააძლიერებს ჩვენს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს, საზოგადოებას და სახელმწიფოს."

პროექტი "World Vision საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" და "სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პრეზენტაციას კომიტეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

12 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167