ვახტანგ შაქარიშვილი: "სიტი პარკი" მხოლოდ კერძო ინტერესით მოქმედებდა

ვახტანგ შაქარიშვილი: "სიტი პარკი" მხოლოდ კერძო ინტერესით მოქმედებდა

"თბილისის მერიის მიერ კომპანია „სიტი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი" - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ -ს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა გააკეთა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ამავე ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტების დარღვევის გამო შეწყდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევს.

ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, გარდამავალ პერიოდში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს და ამ პერიოდში პარკირების სისტემის ადმინისტრირების სტრატეგია შემუშავდება.

"სტრატეგია, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას შესთავაზებს, გაცილებით უფრო ეფექტური, სამართლიანი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება. მთავარია პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოხდეს ისე, რომ მოძრაობის სისტემის ყველა მონაწილის უფლებები და პოზიციები გათვალისწინებული იყოს", - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, კომპანია "სიტი პარკი" მხოლოდ კერძო ინტერესით მოქმედებდა და ნაცვლად იმისა რომ მოეწესრიგებინა საპარკინგე ინფრასტრუქტურა, ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებაზე რათა მიეღო მეტი შემოსავალი. 

შეგახსენებთ, კახა კალაძის გადაწყვეტილებით "სიტი პარკს" ხელშეკრულება შეუწყდება

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

41 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167