კაკაბაძე: საზმაუ არცერთი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ ყოფილა

კაკაბაძე: საზმაუ არცერთი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ ყოფილა

პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეპოლიტიზაციას უნდა მიაღწიოს. როგორც მან ბორდის წევრების მოსმენაზე განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არცერთი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ ყოფილა.

"უმთავრესი საკითხი, რომელსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიაღწიოს, ვფიქრობ ეს არის მისი დეპოლიტიზაცია. ეს არის მისი პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება. სამწუხაროდ, ცხადია საბჭოთა კავშირის პირობებში პირველი არხი მაშინ თავისუფალი არ იყო თავისუფალი ტელევიზია, მაგრამ სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ არხმა არაერთი ხელისუფლება გამოიცვალა, მაგრამ არასდროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში ის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ ყოფილა. ეს ძალიან სამწუხაროა, მით უმეტეს, როდესაც ის უკვე საზოგადოებრივ ტელევიზიად ჩამოყალიბდა და უკვე კანონში დაწერილი ვალდებულებები ჰქონდა, მაშინაც კი ვერ ასრულდება, რადგან მთავარი არის ისევ და ისევ ის, რომ არ არსებობდა კანონი. პოლიტიკური ძალა  არის ის, რომელიც კარნახობს საზოგადოებრივ ტელევიზიას, თუ როგორ უნდა იმუშაოს და რა უნდა გააკეთოს. ამიტომ, დარღვევები ყოველთვის ძალიან დიდი იყო და სამწუხაროდ, დღესაც არის",-განაცხადა კაკაბაძემ. 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

8 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167