ბექა დავითულიანი: "სიტი პარკი" იმ კაბალურ პირობებსაც კი არ ასრულებდა

ბექა დავითულიანი: "სიტი პარკი" იმ კაბალურ პირობებსაც კი არ ასრულებდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა კომპანია „სიტი პარკისთვის“ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, კომპანიისთვის ჯარიმის გადახდა თბილისის მერიას არ მოუწევს, რადგან მერიის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია. ბექა დავითულიანის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო მოხდა.

„სითი პარკს მერიასთან კაბალური ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ჩვენ ეს ხელშეკრულება ამიტომ არ გავწყვიტეთ. ამ კაბალური ხელშეკრულების პირობებსაც კი „სიტი პარკი“ არ ასრულებდა და სწორედ ამიტომ მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა. მან არ შეასრულა ის მინიმალური პირობებიც კი, რაც ხელშეკრულებით უნდა შეესრულებინა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, „სიტი პარკს“ საპარკინგე სივრცეების კეთილმოწყობა და შესაბამისი ნიშნების განთავსება ევალებოდა და ამ პირობას არ ასრულებდა. ასევე, ბექა დავითულიანის განმარტებით, კომპანია საჯარო ინტერესს არღვევდა, როდესაც ათასობით ლარის ოდენობით ჯარიმებს აკისრებდა მოქალაქეებს. დეპუტატის თქმით, ამ ჯარიმების უკანონობა საქართველოს სასამართლოებმა დაადასტურეს, როდესაც მოქალაქეებისთვის კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები გააბათილა. ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქმეს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს და თბილისის მერია ამ დავას აუცილებლად მოიგებს.

საკრებულოს წევრის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აქვს სათანადო რესურსი იმისთვის, რომ „სიტი პარკის“ ფუნქციები განახორციელოს და შესაბამისად, „სიტი პარკის“ თბილისში არყოფნა, დედაქალაქში არეულობას არ გამოიწვევს. 

შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით "სი-ტი პარკს" ხელშეკრულება შეუწყდება

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

12 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167