ბოკერია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს: თქვენს მინისტრს ფეხებზე ჰკიდია კანონები

ბოკერია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს: თქვენს მინისტრს ფეხებზე ჰკიდია კანონები

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, დაგროვებითი პენსიის პროექტთან დკაავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას ხვდებიან. შეხვედრის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ გაგუამ პროექტის შესახებ ისაუბრა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ მას კითხვით მიმართა, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრამდე ჰქონდა თუ არა მინისტრთან საუბარი. 

ნიკა გაგუა: დღეს არა, თუმცა ბუნებრივია ეს თემა სამინისტროში განხილული იყო. გიგა ბოკერიამ ნიკა გაგუას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში აღნიშნული იმ მონაკვეთის წაკითხვა სთხოვა, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტი ნდობას უცხადებს, უფლებამოსილია მოთხოვნის შემთხვევაში დაესწროს ფრაქციების სხდომას.
გიგა ბოკერია: გთხოვთ წაიკითხოთ ერთი პატარა წინადადება ჩვენი კანონიდან, თუ არ შეგაწუხებთ.
ნიკა გაგუა: თქვენც შეგეძლოთ ამის წაკითხვა.
გიგა ბოკერია: მეც შემეძლო, მაგრამ თქვენგან უფრო მნიშვნელოვანია, თუ არ შეგაწუხებთ სრული პატივისცემით.
ნიკა გაგუა: შეგიძლიათ წაიკითხოთ და მე გაგცემთ პასუხს.
გიგა ბოკერია: ვწუხვარ, რომ თქვენთვის თავმოყვარეობის საკითხი გახდა ამის წაკითხვა. მე წავიკითხავ, ეს ჩემს თავმოყვარეობას არ ლახავს.
ამ დიალოგის შემდეგ ნიკოლოზ გაგუამ რეგლამენტიდან ამოღებული ნაწილი წაიკითხა, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირების უფლებამოსილებაა მოთხოვნის შემთხვევაში ფრაქციების სხდომებს დაესწრონ.
გიგა ბოკერია: 3 კვირის წინ ვთხოვეთ მინისტრს, რომ პასუხი გაეცა ჩვენთვის, როდის შეძლებდა მოსვლას. დღემდე კეთილი არ ინება და პასუხიც კი არ გაგვცა. არის სამი ვარიანტი - თქვენს მინისტრს, არ აღელვებს კანონის უზენაესობა და ფეხებზე კიდია კანონები, მეორე ვარიანტი, კერძოდ პარლამენტთან მიმართებაში არ აღელვებს კანონები და უნდა რომ ფეხებზე დაიკიდოს, მესამე ვარიანტი, ოპოზიცია, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ მიმართ აქვს ეს დამოკიდებულება, და მეოთხე ვარიანტი, ისეთი დაკავებულია, რომ წამით დრო არ აქვს.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

46 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167