ნიკა გაგუა დაგროვებით პენსიაზე: სავალდებულო უფრო ეფექტურია

ნიკა გაგუა დაგროვებით პენსიაზე: სავალდებულო უფრო ეფექტურია

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკა გაგუას განცხადებით, საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსია უფრო ეფექტურია.

"ჩვენი პოზიციაა - ნებაყოფლობითობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სავალდებულო მოდელთან დაკავშირებით. სავალდებულო მოდელი არის 40 წლამდე ასაკის პირებისათვის, ანუ იმ მოსახლეობისათვის, რომელიც რეალურად შეძლებს მნიშვნელოვანი მოცულობის დაგროვებას. 

არსებობს უამრავი საერთაშორისო კვლევა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ აღნიშნული კვლევების გაზიარება მოვახდინეთ, აღნიშნული კვლევები ამბობს, რომ სავალდებულო კომპონენტი უფრო ეფექტურია დანაზოგების სტიმულირებისათვის და იმ ეკონომიკური მაჩვენებლების სტიმულირებისათვის, რომლისთვისაც საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვსაუბრობთ ეკონიმიკური ზრდის დადებით გავლენაზე, დანაზოგებზე და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დადებით გავლენებზე, და ყველა კვლევა ყოველთვის ადასტურებს, რომ სავალდებულო სისტემის შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო უკეთ მიღწევადია", - აღნიშნა ნიკა გაგუამ.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

1 საათის წინ

ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და "მეღვინეობა ვაზიანის"...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167