ნათია კობერიძე: "მოდელირებული ქრონიკის" შექმნასთან არავითარი კავშირი მაქვს!

ნათია კობერიძე: "მოდელირებული ქრონიკის" შექმნასთან არავითარი კავშირი მაქვს!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ჟურნალისტი ნათია კობერიძე აცხადებს, რომ "მოდილერბული ქრონიკის" შექმნასთან არავითარი კავშირი აქვს, - ამის შესახებ მან მეურვეობის კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინდელი "იმედის" მენეჯმენტი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

ბასო ფოცხიშვილის კითხვაზე: "თქვენ ბრძანდებოდით მოდელირებული ქრონიკის წამყვანი?" - პასუხობს, რომ "არა". 

"არა. მე ველოდი ამ შეკითხვას, ასეთი კითხვები არის საზოგადოებაში. მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. მე არ წამიყვანია მოდელირებული ქრონიკა. მე არც გამიკეთებია მოდელირებული ქრონიკა, არც რაიმე შეხება არ მქონია. მე ვმუშაობდი იმ დროს ტელეკომპანია "იმედში". მე წავიყვანე თოქშოუ და დავაანონსე, რომ გავიდოდა ასეთი გადაცემა ეთერში. მაგრამ, ამ გადაცემის შექმნასთან არავითარი კავშირი არ მქონია. არც შექმნასთან და არც იმ დარღვევასთან, რაც ამ გადაცემის ეთერში ტრანსლირებასთან დაკავშირებით მოხდა. კერძოდ, არ დაადეს ტიტრი. მე ვარ, პირველი გამკრიტიკებელი მაშინდელი "იმედის" და მისი მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილების. მე მაშინ ეთერში განვაცხადე ამის შესახებ", - განაცხადა ნათია კობერიძემ. 

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

26 წუთის წინ

"გუშინ სინოდმა იმსჯელა და ეს იყო დაზუსტება სახელდებისა. ყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს ამჟამინდელი მდგომარეობის. ის რამდენიმე თვის წინ იქნა გამოცხადებული პატრიარქის მესაყდრედ. იქნა დაზუსტებული, რომ ის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167