4 მცირეწლოვანზე  მოძალადე ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნეს და 4 000 ლარით დააჯარიმეს

4 მცირეწლოვანზე მოძალადე ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნეს და 4 000 ლარით დააჯარიმეს

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

2 საათის წინ

"საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167