დევდარიანი: ჩვენი მედიის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ხარისხიანი ჟურნალისტური გამოძიების წარმოებაა

დევდარიანი: ჩვენი მედიის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ხარისხიანი ჟურნალისტური გამოძიების წარმოებაა

"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საეთერო ბადეში საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრები უნდა ჰქონდეს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით თავისი ხედვა წარმოადგინა და დასძინა, რომ მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ის აღქმა, რომ ის სამთავრობო პროპაგანდისტულია.

"ზოგადად, მგონია, რომ ჩვენი მედიასივრცის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ხარისხიანი ჟურნალისტური გამოძიების წარმოება. საზოგადოებრივ მაუწყებელს არც მახსოვს თუ ჰქონდა როდესმე მსგავსი ტიპის პროექტი. ეს არის პროგრამული პრიორიტეტების ერთ-ერთი პრიორიტეტი. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, როგორი უნდა იყოს ეს გადაცემა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უნდა იყო გადაცემა, რომელიც უკომპრომისოდ, ყველგან, სადაც პრობლემა იქნება, ამ პრობლემების გამოვლენაზე იმუშავებს და ადამიანს გააცნობს სრულ სურათს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, დაბალანსებულად, ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი. თუმცა, არ მოერიდება კრიტიკის.  

ჩვენი გამოწვევა საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ის აღქმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამთავრობო პროპაგანდისტულია. ამის მთავარი გამაბათილებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება არა გასართობი პროგრამების რაოდენობა და არა კულტურული პროგრამების, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს და თან ხარისხიანი, ასევე მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ნიუსი, ასევე საგამოძიებო პროგრამები, რომელიც ამ კითხვებს გააქარწყლებს",-განაცხადა დევდარიანმა.   

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

23 წუთის წინ

"გუშინ სინოდმა იმსჯელა და ეს იყო დაზუსტება სახელდებისა. ყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს ამჟამინდელი მდგომარეობის. ის რამდენიმე თვის წინ იქნა გამოცხადებული პატრიარქის მესაყდრედ. იქნა დაზუსტებული, რომ ის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167