სონღულაშვილი: "სითი პარკთან" კონტრაქტის შეწყვეტა წინა ხელისუფლების საეჭვო კორუფციული გარიგების ლოგიკური შედეგია

სონღულაშვილი: "სითი პარკთან" კონტრაქტის შეწყვეტა წინა ხელისუფლების საეჭვო კორუფციული გარიგების ლოგიკური შედეგია

დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე, კახი კალაძემ განაცხადა, რომ "სითი პარკს" 11 წლის წინ დადებული ხელშეკრულება გაუწყვიტა, რომელიც 2024 წლის 31 წლამდე მოქმედებდა.

"სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ამა თუ იმ მომსახურების განმახორციელებელი კომპანიების შერჩევის დროს და ასევე აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ თითოეული თვითმმართველი ერთეულის გამოწვევა უნდა გახდეს.

“ჩვენი დედაქალაქის მერმა - კახი კალაძემ მნიშვნელოვანი და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც შედეგად, მოწესრიგებული პარკირება და საგზაო მოძრაობის ეფექტური ორგანიზება უნდა მოჰყვეს. კომპანია "სითი პარკთან" თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული განცხადება არის წინა ხელისუფლების დროს საეჭვო, კორუფციული გარიგების ლოგიკური შედეგი. ხელისუფლებამ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს მუნიციპალური სერვისების თუ სხვა ტიპის მომსახურების განმახორციელებელი ბუნებრივი მონოპოლისტი კომპანიების შერჩევაში და ეს არა მარტო თბილისის, არამედ ყველა თვითმმართველი ერთეულის გამოწვევაა,” - დავით სონღულაშვილი, "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

13 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167