დევდარიანი: საზმაუ ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს

დევდარიანი: საზმაუ ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს

"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. როგორც მან ბორდის წევრების მოსმენაზე განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა.

"რამდენიმე ძირითადი კონცეფცია განვსაზღვრე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ეს არის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც პრინციპში აშენებული უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის ვერცერთ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. მუდმივად არსებობდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ამა თუ იმ მმართველი ერთი პოლიტიკური გუნდის ტელევიზია და არა საზოგადოებრივი ტელევიზია. თუკი, რაიმესკენ უნდა მიდიოდეს ჩვენი სვლა ამ მიმართულებით, ეს არის ის, რომ ეს შეკითხვები მაქსიმალურად მოხსნას. 

ანგარიშვალდებულება-გასაგებია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედებს. ის თითოეული ჩვენთაგანის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამიტომ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხარო რეალობა დავინახე აუდიტის ანგარიშში ამ თვალსაზრისით, რომ ამდენი დარღვევა, შეკითხვა, ფინანსებზე, შესყიდვებზე, საკადრო პოლიტიკაზე, იმ პირობებში, როდესაც ტელევიზიას ჰყავს სამეურვეო საბჭო, როდესაც ამ სამეურვეო საბჭოს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, როდესაც სახელმწიფოს აუდიტი შედის და ასეთ ანგარიშს აქვეყნებს, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობაა და  ერთ-ერთი ელემენტი ამის არის ის, რომ ალბათ, ანგარიშვალდებულების ძალიან დაბალი ხარისხია. ალბათ, ჯერ კიდევ ფიქრობენ, მათ შორის ამ ტელევიზიაში, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან არა საზოგადოების წინაშე, არამედ პოლიტიკური ადამიანების, ერთეულების წინაშე",-განაცხადა დევდარიანმა.    

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167