ნათია კობერიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც დიდი გამოწვევაა

ნათია კობერიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც დიდი გამოწვევაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი ნათია კობერიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა პლურალიზმისთვის ცუდია, მათ შორის მედია პლურალიზმისთვისაც.

ამის შესახებ კობერიძემ ბორდის წევრების მოსმენის დროს, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, თუ უმრავლესობა მოინდომებს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე პლუსების დაწერას და ოპონენტებსაც დაუჭერს მხარს, მაშინ ეს კარგი იქნება, თუმცა მეურვეობის კანდიდატის თქმით, ამის ამის დიდი ილუზია არ აქვს.

"როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაა, ეს ზოგადად პლურალიზმისთვის არის ცუდი. მათ შორის მედია  პლურალიზმისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს არის დიდი გამოწვევა. დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ძალის ამარა რჩება. თუ ექნებათ პირადი ინტერესი, რომ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დაიწერონ პატარა პლუსი და თქვან, რომ ჩვენ კეთილი ნებაა, რომ ბორდში არა მარტო ჩვენთვის სასურველი ადამიანები, არამედ ჩვენი ოპონენტებიც, ეს ძალიან კარგი იქნება. რომ გითხრათ, რომ ამის დიდი ილუზია მაქვს, ეს ასე არაა", - განაცხადა ნათია კობერიძემ.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167