გიორგი ხატიძე: კალაძის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას

გიორგი ხატიძე: კალაძის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის გადაწყვეტილება თბილისში სწორედ ისეთი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც არ იქნება ორიენტირებული უსამართლო ჯარიმების გამოწერაზე.

"კახა კალაძის გადაწყვეტილება თბილისში სწორედ ისეთი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც არ იქნება ორიენტირებული უსამართლო ჯარიმების გამოწერაზე, არამედ მოტივირებული იქნება ხელი შეუწყოს თანამედროვე, გამართული სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებას და ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას. ჩვენი დედაქალაქისთვის საჭიროა თანამედროვე, ეფექტიანი და ამავდროულად სამართლიანი პარკირების სისტემა", - განაცხადა ხატიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს.

კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

50 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167