GWP ბეთანიასა და კვესეთში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

GWP ბეთანიასა და კვესეთში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ამ მხრივ კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მთაწმინდის რაიონში, ბეთანიასა და კვესეთში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 30 კილომეტრიან  წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.  პროექტში კომპანია  4.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ დასახლებებში ისტორიულად წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბეთანიასა და კვესეთის მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.  მსგავსი ტიპის პროექტები თბილისის ზედა ზონებში, ივერთუბანში და კაკლების დასახლებაშიც მიმდინარეობს.

ამ მომენტში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები 26 წერტილში დგანან და წყალმომარაგების სისტემას ანახლებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018-20 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

1 საათის წინ

ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და "მეღვინეობა ვაზიანის"...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167