ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების ჩართულობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ. პროექტის "თსუ დესპანი" ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის ბიოლოგიასა და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.

თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით, შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეები - ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი „რედანი“ და ეკოკლუბი „იმედი“ რეგიონში ატარებენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, თანატოლების ჩართულობის მიზნით, სისტემატურად მართავენ შეხვედრებს, ხვდებიან მოსახლეობასაც და საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო მასალებს ავრცელებენ.


 

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

16 წუთის წინ

გურჯაანის მუნიციპლაიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები დღეს დაიწყება.  "როგორც კი პირველადი გზა გვექნება, სოფელ ჭერემის მოსახლეობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186