თურქეთის გენერალური შტაბი: აფრინში 3393 მებრძოლი გავანეიტრალეთ

თურქეთის გენერალური შტაბი: აფრინში 3393 მებრძოლი გავანეიტრალეთ

თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, 12 მარტს, სირიის ქალაქი აფრინი გარშემოტყმული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu გენერალური შტაბის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2018 წლის 12 მარტის შემდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, აფრინის ცენტრალური ნაწილი გარშემორტყმულია. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები ოპერაციის გაგრძელების მიზნით კონტროლირდება ", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ოპერაციის ფარგლებში 3393 მებრძოლი გაანეიტრალეს. მისივე განმარტებით, საუბარია "სახალხო თავდაცვის ძალების", პარტია "დემოკრატიული ალიანსისა" და შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებზე.
Reuters-ის ცნობით, "სახალხო თავდაცვით ძალებში" განაცხადეს, რომ თურქეთის გენერალური შტაბის განცხადება აფრინის რეგიონის შესახებ პროპაგანდისტულია.
თურქეთმა სირიის აფრინის რაიონში სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო. მანამდე, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკა სირიელ ქურთებს უჭერს მხარს, რის გამოც ვაშინგტონი გააკრიტიკა. იმავე დღეს, თურქეთის საჰაერო ძალები სირიის ჩრდილოეთ რაიონს თავს დაესხნენ.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

13 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167