2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა

2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა

ჯამში, კი გასულ წელს ტურისტებს რეგიონში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტი ემსახურებოდა. მონაცემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში არსებული რეგისტრირებული კვებისა და განთავსების ობიექტების კვლევისას დაფიქსირდა. 

აჭარაში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტები ყველა გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების დიდი ნაწილი - 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობდა, დანარჩენი 180 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან 277 ბათუმშია განთავსებული, 92 ქობულეთში, 60 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში 21 602 საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს. მათგან 23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები „Metro Sky Tower“, “Wyndham“, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“.

მიმდინარე წელს, რეგიონს ისევ შეემატება ტურისტული ობიექტები. მათგან ყველაზე მსხვილი 159 ნომრიანი სასტუმროს (ყოფილი სემირამიდას ბაღები) გახსნა ბათუმში ზაფხულში იგეგმება.
 

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

2 საათის წინ

"რამდენიმე დღის წინ დავპირდი და ახლა შევხვდი ოზურგეთში ჩემს ანასეულელებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ხალხმა უბრალოდ და გასაგებად ამიხსნა რა სჭირდება და როგორ შეიძლება ანასეულში წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საქმის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167