ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა

ეს წუთია ოსაკაში "ედისონ არენაზე" ჰარუ ბაშოს მესამე დღის შეხვედრები დასრულდა. ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოგიკუ იყო და მან ლევან გორგაძის ორიოდ შემოტევას გაუძლო მხოლოდ.

 ლევანმა თავის საყვარელი ილეთით, იორიკირით მოახერხა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და ტამავაშისთან გუშინდელი მეტად სამწუხარო მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
სამი დღის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ორი სუმოისტი დარჩა - იოკოძუნა კაკურიუ და კომოსუბი იჩინოჯო. ლევანს ორი გამარჯვება აქვს. წინ ასპარეზობის 12 დღე

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

8 საათის წინ

"კისვარდა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უნგრეთის უმაღლეს ლიგაში აღზევდება.  უნგრულ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულებაზს ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, რამდენიმე წუთის წინ კი "კისვარდამ" ეს ინფორმაცია...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319