რაულ კასტრო კუბის პარლამენტის დეპუტატებს შორის აირჩიეს

რაულ კასტრო კუბის პარლამენტის დეპუტატებს შორის აირჩიეს

კუბის სახელმწიფო და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რაულ კასტრო, არჩევნების შედეგად, რომელიც 11 მარტს ჩატარდა, კვლავ ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სიაში მყოფი ყველა მთავარი კანდიდატი დეპუტატი გახდა, მათ საკმარისი ქულები დააგროვეს. პარლამენტის შემადგენლობაში კვლავ 605 ადამიანია.

არჩევნებზე აქტივობამ 82,9% შეადგინა, რაც 1976 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიცემულ ხმათა 94,4% ნამდვილია.

84 წლის რაულ კასტრო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ერთ-ერთმა პროვინციამ წარადგინა. გასული წლის მიწურულს მან განაცხადა, რომ თავის პოსტს 2018 წლის აპრილში დატოვებს. ამ, ეტაპზე კუბის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიგელ დიას-კანელი მიიჩნევა. 57 წლის პოლიტიკოსი ამჟამად კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. იგი აგრეთვე შესულია ახალი დეპუტატების სიაში.

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

20 წუთის წინ

ხმის მიცემის დროს შინძო აბეს მხარი 510-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს, იაპონელ პოლიტიკოსს სიგურუ ისიბას - 254-მა. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას 2021 წლამდე შინძო აბე უხელმძღვანელებს, თუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია კვლავ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156