ბექა ოდიშარია: კალაძეს აქვს შესაძლებლობა, ტონის მიმცემი გახდეს დანარჩენი ქალაქებისათვის

ბექა ოდიშარია: კალაძეს აქვს შესაძლებლობა, ტონის მიმცემი გახდეს დანარჩენი ქალაქებისათვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, "სითი პარკთან" დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უამრავი ობიექტური წინაპირობა უძღვოდა.  

"მათ შორის უმთავრესი კი თბილისის მცხოვრებთა მუდმივი უკმაყოფილება და მოლოდინი მდგომარეობის კარდინალურად გაუმჯობესებისა.

წლების განმავლობაში, "სითი პარკის" მხრიდან განხორციელებული ქმედებები და სამწუხაროდ მათი საოპერაციო საქმიანობა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე ხშირად აღიქმებოდა სწორედ არაკეთილსინდისიერ ქმედებებად და არა სერვისის მიწოდების სანაცვლოდ დანერგილ რეგულაციებად", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

მისი თქმით, კახა კალაძეს კარგად ესმის "საკუთარი ქალაქის მოსახლეობის და მისი ყოველდღიური მაჯის ცემის". 

"დარწმუნებული ვარ, კალაძისგან მომავალშიც უნდა ველოდით გაბედულ, რეფორმატორულ ნაბიჯებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, არა ცალკეული კომპანიების ან სუბიექტების , არამედ თითოეული თბილისელის გაუმჯობესებულ ყოფაზე აისახება. მივესალმები თბილის მერიის სურვილს და ძალისხმევას ყველა მიმართულებით თანამედროვე ევროპული, ქართული სტანდარტების დამკვიდრებისა და ამ ჭრილში კალაძეს, როგორც ადგილობრივი თვითმართველობების ასოციაციის პრეზიდენტს, აქვს შესაძლებლობა ტონის მიმცემი გახდეს საქართველოს დანარჩენი ქალაქებისათვის", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

12 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167