მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას

"დარწმუნებული ვარ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომლის თანახმადაც "სითი პარკს" 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყდება.

"კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ ,,სი-ტი პარკი” არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167