მათიკაშვილი: მადლობა თბილისის მერს, რომ შეწყვიტა „სითი პარკთან“ გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება

მათიკაშვილი: მადლობა თბილისის მერს, რომ შეწყვიტა „სითი პარკთან“ გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება

 "მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს, იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა "სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრისას განაცხადა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს  კახა კალაძეს, იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა "სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მიერ დატოვებულ კიდევ ერთ ნეგატიურ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და საბედნიეროდ, მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს კაბალურ ვალდებულებებს. გამოვთქვამ იმედს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა გადაწყდება სამართლიანი და დედაქალაქელებისთვის მისაღები, რაციონალური რეგულაციების დაწესებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქის განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით "სითი პარკს" ხელშეკრულება შეუწყდება.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, "სითი პარკს" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყდება.

შეგახსენებთ, "სითი პარკი" საქართველოში 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167