ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიას "სითი პარკთან" პირგასამტეხლოს გადახდა არ დაეკისრება

ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიას "სითი პარკთან" პირგასამტეხლოს გადახდა არ დაეკისრება

"სითი პარკთან“ პირგასამტეხლოს გადახდა არ დაეკისრება თბილისის მერიას, რადგან ვმოქმედებთ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. 

"სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, საპარკინგე ნიშნების მოწყობა. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა. რსაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეები არის მოუწესრიგებელი. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. იმაზე მეტი ვადები მივეცით ვიდრე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ უშედეგოდ გავიდა. აქედან გამომდინარე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.“. - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151